დაიჯესტი 16-22 ოქტომბერი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოში 21 ოქტომბერს 25 წლის ალი ჰარბი ალის მკლველობასა და ტერორიზმში ბრალი წარედგინა. 25 წლის მამაკაცმა ლონდონიდან, 15 ოქტომბერს ბრიტანელი დეპუტატი, დევიდ ამესი მოკლა;
- ფინანსურ ქმედებათა სპეციალურმა ჯგუფმა (FATF) 21 ოქტომბერს თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მკაცრ საკანონმდებლო რეგულაციას საჭიროებენ;
- ჰეზბოლას მეთაურის, ჰასან ნასრალაჰის განცხადებით, ორგანიზაცია არ ჩაერთვება სამოქალაქო კონფლიქტში;
- მესამე მოსმენის დასკვნით სესიაზე მოსკოვის ფორმატის წევრმა სახელმწიფოებმა (რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი) პირობა დადეს პატივი სცენ ავღანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: