დაიჯესტი 16-22 ივლისი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
აშშ და ერაყი შაბათს შეთანხმდნენ დაეშის დაბრუნების პოტენციური საფრთხის აღმოსაფხვრელად უსაფრთხოების კავშირების გამყარებაზე. შეთანხმება ერთობლივ განცხადებაში გამოცხადდა, რომელიც გამოქვეყნდა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ერაყის პრემიერ მინისტრ მუსტაფა ალ კადიმის შორის ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ, სადაც საუდის არაბეთი მასპინძლობს სამიტს, რომელიც აერთიანებს აშშ-ს, GCC-სქვეყნებს, ერაყს, ეგვიპტესა და იორდანიას;
გაერთიანებულ სამეფოში, 15 წლის ბიჭს, კუნძულ უაითიდან წაუყენეს ბრალი ტერორისტულ დანაშაულში, კერძოდ კი, ტერორისტული აქტების მომზადებაში. ბიჭს, რომლის სახელიც სამართლებრივი მიზეზების გამო არ სახელდება, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის ორშაბათს ვესტმინსტერის მაგისტრატურ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს;
გერმანული არმიის ოფიცერს, რომელიც თავს აჩვენებდა სირიელი თავშესაფრის მაძიებლად, პარასკევს მიესაჯა ხუთნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ერთ ან მეტ პოლიტიკოსზე თავდასხმის დაგეგმვისთვის და მრავალი იარაღის ფლობის გამო;
თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სამშაბათს, სამხრეთ თურქეთში, ადანაში, ISIS-ის ხუთი ეჭვმიტანილი ტერორისტი დააკავეს.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: