სიახლე

დაიჯესტი - 15-28 მაისი, 2023

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • სომალისთან საზღვრების გახსნის შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კენიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნაირობიში ტერორისტული ორგანიზაცია ალ შაბააბის სამალავზე განხორციელებული ანტიტერორისტული რეიდის შესახებ;
  • სირიის დემოკრატიული ძალების მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ტალ ჰამისში, დერ ეზორში, მანბიჯსა და ჰასაკაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ტერორისტულ ორგანიზაცია დაეშთან დაკავშირებული 8 პირი;
  • 88 წლის ავსტრალიის მოქალაქე, ექიმი კენ ელიოტი, შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ, ალ კაიდას ისლამური მაღრების პროვინციის მებრძოლებმა გაათავისუფლეს.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები