სიახლე

დაიჯესტი 15-21 ოქტომბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • 18 ოქტომბერს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა 10-ზე მეტი სომალური და იემენური წარმოშობის პიროვნება, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სომალური ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების ალ-შაბააბის ფინანსურ ოპერაციებში;
  • 19 ოქტომბერს სლოვაკეთის პოლიციამ ლგბტ თემზე თავდასხმა ტერორიზმად შეაფასა. თავდამსხმელის შემზარავი სიტყვები მასობრივი მსროლელებით აღფრთოვანებაზე მიუთითებს;
  • ფრანს-პრესის ინფორმაციით, ჯიჰადისტური სამხედრო დაჯგუფების HTS-ის პოზიციები იდლიბის რეგიონში ძლიერდება. უკანასკნელ დღეებში სირიის ჩრდილოეთ რეგიონში დაფიქსირდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკება სირიულ ამბოხებულ ჯგუფებს შორის, რის შემდეგაც HTS უკვე თითქმის სრულად აკონტროლებს ქალაქ აფრინს.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები