სიახლე

დაიჯესტი 15 - 21 იანვარი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

ტეხასის შტატში,  ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორმა, ქრისტოფერ ურეიმ, ფორტ უორტის სინაგოგაზე თავდასხმას ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა უწოდა;

 გაერთიანებული სამეფოს კონტრტერორისტულმა პოლიციამ 20 იანვარს მანჩესტერის სამხრეთ ნაწილში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ორი არასრულწლოვანი პირი დააკავა. მანჩესტერის საპატრულო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული პირები კავშირში არიან ფორტ უორტის სინაგოგაზე განხორციელებულ თავდასხმასთან;

ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში მოქმედმა დაეშის დასავლეთ აფრიკის პროვინციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ბავშვი ჯარისკაცების მიერ ნიგერიის თავდაცვის ძალების ორი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა. 

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები