დაიჯესტი 15-21 აგვისტო
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- ჟურნალ VICE-ის ცნობით, უკრაინაში ამერიკული ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრების რაოდენობა იზრდება. გამოცემის ცნობით, ამერიკაში ბაზირებული Boogaloo (თავზეხელაღებულთა) მოძრაობის ყოფილი ლიდერი, მაიკ დანი, უკრაინაშია და მას აქტიურად უერთდებიან ორგანიზაციის სხვა წევრები. ჟურნალი ორგანიზაციის წევრების უკრაინის და საკუთარი ორგანიზაციის დროშის ფონზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს;
- ვირუნგას ეროვნული პარკის ოპერატორმა როიტერსთან საუბრის დროს დაადასტურა, 16 აგვისტოს “23 მარტს აჯანყებულების” (M-23) მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარკის ტერიტორიაზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის დაზიანება. როიტერსის ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირი;
- მალის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბდულაი დიოპის, მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაგზავნილ წერილში, საუბარია საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების პილოტების მიერ მიმდინარე წელს მალის საჰაერო სივრცის სულ მცირე 50 დარღვევის შემთხვევის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მსგავსი დარღვევების დროს, საფრანგეთი სადაზვერვო ინფორმაციას და ამუნიციას მალიში მოქმედ ძალადობრივ ექსტრემისტულ ჯგუფებს აწვდის.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: