დაიჯესტი 14-22 მაისი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 14 მაისს, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, 18 წლის შეიარაღებულმა, თეთრკანიანმა მამაკაცმა, პეიტონ გენდრონმა კონკლინიდან, ფერადკანიანებით დასახლებული უბნის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სამი დაიჭრა;
- გერმანელ ქალს, რომელიც 15 წლის ასაკში სირიაში დაეშს შეუერთდა, ორწლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თუმცა გაათავისუფლეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის ბრალდებიდან. ლეონორა მესინგმა პირობა დადო, რომ რეინტეგრირდება საზოგადეობაში;
- ისრაელის თავდაცვის ძალების, უსაფრთხოების სააგენტოსა და დასავლეთ სანაპიროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ოთხშაბათს ღამით ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 13 პირი იქნა დაკავებული. ხუთი მათგანი ჰებრონში დააკავეს ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისა დ აიარაღის შენახვის ბრალდებით, ორი ძებნილი პირი ბეიტ რიმაში დააკავეს, სადაც ისრაელის ძალებმა იპოვეს M-16-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. აღნიშნულ ოპერაციას პალესტინელებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის შეტაკება მოჰყვა.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: