დაიჯესტი 14-20 იანვარი, 2023
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 19 იანვარს ალ-მონიტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ერაყმა მოახდინა სირიის ალ-ჰოლის ლტოლვილთა ბანაკიდან 580 მოქალაქის რეპატრიაცია;
- გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასმა დაგმო არაბეთის გაერთიანებული ემირატების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკოლის დაწყებით საფეხურზე სასწავლო მასალაში შევა თავები ჰოლოკოსტის შესახებ;
- 17 იანვარს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას, რათა უპასუხოს ქვეყანაში „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების“ „დარღვევას“. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და თეირანს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში გაუარესდა, რადგან ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელების არაერთი მცდელობა შეჩერდა.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: