სიახლე

დაიჯესტი, 12-18 ნოემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • 14 ნოემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის ზრდის ჯილდოს სომალის ალ-შაბაბის ძირითადი ლიდერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონ დოლარამდე. ეს ნაბიჯი მოჰყვა ჯიჰადისტური ჯგუფის მიერ სასიკვდილო თავდასხმებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ პირველად სთავაზობდა ჯილდოს 10 მილიონ დოლარამდე ინფორმაციისთვის, რომელიც „ალ კაიდას ფილიალის ფინანსური მექანიზმების დარღვევას გამოიწვევდა“;
  • 12 ნოემბერს უსაფრთხოების წყარომ თქვა, რომ ლიბანმა ერაყს გადასცა სადამ ჰუსეინის შვილიშვილად წოდებული მამაკაცი, რომელიც ბრალად ედება ექსტრემისტული ჯგუფის, დაეშის მიერ წარმოებულ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა. უშიშროების ოფიციალურმა წარმომადგენელმა AFP-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ ერაყის მედიის მიერ სიკვდილით დასჯილი დიქტატორის „ძმის შვილიშვილად“ წოდებული, აბდულა საბავი ექსტრადირებული იქნა 9 ნოემბერს;
  • 11 ნოემბერს, აშშ-ის აფრიკის სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედროებმა სომალიში ტერორისტული ჯგუფის ალ-შაბაბის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 17 ტერორისტი დაიღუპა. თავდასხმა მოხდა მოგადიშუს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 285 კილომეტრში, სომალის მთავრობის მოთხოვნით, როდესაც სომალის ეროვნული არმიის ძალები ალ-შაბაბის მებრძოლებს დაუპირისპირდნენ. აშშ-ს აფრიკის სარდლობამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაღუპულან ან დაშავებულან.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები