დაიჯესტი 11-17 ივნისი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- შვეიცარიის ფედერალურმა პროკურორებმა ხუთშაბათს გამოსცეს საბრალდებო ოქმი მკვლელობისა და სხვა ბრალდებებისთვის 28 წლის თურქი კაცის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთ შვეიცარიაში პორტუგალიელი კაცის „ჯიჰადისტური მოტივით მკვლელობასთან“;
- 8 ივნისს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დიარბაქირში დააკავეს თექვსმეტი თურქი ჟურნალისტი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პროქურთულ მედია საშუალებებთან. ჟურნალისტები მუშაობდნენ სახალხო დემოკრატიული პარტიის მედიისთვის. მათ ხუთშაბათს წაუყენეს „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდება;
- ერაყელმა მამაკაცმა, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გუანტანამოს დაკავების ცენტრში, ორშაბათს, ავღანეთში აშშ-სა და მისი მოკავშირე ძალების წინააღმდეგ ალ-ქაიდას თავდასხმებში მონაწილეობა და ომის დანაშაულების ბრალდებები აღიარა;
- ისრაელმა და თურქეთმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღკვეთეს თურქეთში ისრაელელების სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მრავალჯერადი მცდელობა, განაცხადა N12-მა ხუთშაბათს. ერთობლივი ოპერაციების შედეგად გამოვლინდა ვრცელი ირანული ტერორისტული უჯრედი თურქეთში, რომელიც ფართომასშტაბიან თავდასხმებს გეგმავდა;
- სამშაბათ დილით სომალის ეროვნული არმიის სადესანტო-დივერსიული რაზმებისა და დანაბის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ვალა-ვეინის რაიონში, ქვედა შაბელის რეგიონში მოკლეს ჰასან სულეიმან ალი, ალ-შაბაბის ბოევიკების უფროსი მეთაური;
- ოთხშაბათს, პაკისტანში, ქაშმირში ინდოეთის ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკებისას მოკლეს ორი ბოევიკი, ერთი მათგანი ეჭვმიტანილი იყო ბანკის მენეჯერის მოკვლაში. ბოევიკები ქალაქ კულგამში ბანკში ივნისის თვეში შეიჭრნენ და მოკლეს მენეჯერი, რომელიც რაჯასტანიდან ოთხი დღის ჩამოსული და დანიშნული იყო ახალ პოზიციაზე.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: