დაიჯესტი, 11-15 სექტემბერი, 2023
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი, ავრცელებს ინფორმაციას, 2015 წლის 4 აპრილს, ბურკინა-ფასოს ტერიტორიიდან ტერორისტულ ორგანიზაცია ალ კაიდასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფის მიერ გატაცებული, რუმინეთის 40 წლის მოქალაქის, იულიან გერგუტის, გათავისუფლების შესახებ;
- სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ადასტურებს ინფორმაციას დერ ეზორში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ („დაეში“) მებრძოლების მიერ, სამხედრო ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ;
- სომალის ახალი ამბების ეროვნულ სააგენტოსთან საუბრის დროს, ქვემო შაბელის რეგიონის გამგებელმა, მუჰამედ იბრაჰიმმა, დაადასტურა მარკასა და კორილეის დამაკავშირებელ გზაზე, 9 აგვისტოს სამგზავრო ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანის გარდაცვალება.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: