დაიჯესტი, 10-16 აპრილი, 2023
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდაზე თავდასხმის განხორციელების მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. თავდასხმა ვაკაიამაში ერთ-ერთი საჯარო შეხვედრის დროს მოხდა;
- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბელფასტში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ოთხმა შენიღბულმა პირმა ცეცხლი წაუკიდა დერის საპატრულო სამსახურის მანქანას;
- თურქეთის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, სტამბულში, 12 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტულ ორგანიზაციებთან, დაეშთან და ალ კაიდასთან დაკავშირებული 15 ეჭვმიტანილი პირის დაკავების შესახებ.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: