დაიჯესტი 10 - 14 იანვარი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 6 იანვარს, ფლორიდაში გამართული საიუბილეო ღონისძიების მსვლელობისას, ულტრამემარცხენე მოძრაობა, ანტიფასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს თან ჰქონდა ხელნაკეთი მილის ბომბი და სამოქმედო ინსტრუქცია;
- ოფიციალური პარიზის განცხადებით, საუდის არაბეთში გასულ კვირას დაკარის მანქანების რბოლის დროს ფრანგული მანქანის აფეთქება შესაძლებელია ტერორისტული თავდასხმას წარმოადგენდეს;
- ერაყის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქურთების მიერ მართული ბანაკიდან დაეშთან დაკავშირებული 111 ოჯახის რეპატრიაცია წარმატებით განახორციელა;
- თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლების ჯგუფი ირანში შეიარაღებული ავღანური წინააღმდეგობის ჯგუფის რამდენიმე ლიდერს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნების უფლება მიეცათ.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: