სიახლე

დაიჯესტი 1-9 მაისი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

 

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

 

  • კანადაში, ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, ამაყი ბიჭები (Proud Bois), რომელიც წელს ოფიციალურმა ოტავამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, დაიშალა. „ამაყმა ბიჭებმატელეგრამზე განაცხადა: ამაყი ბიჭები კანადაში ოფიციალურად აღარ არსებობს და ის დაიშალა“;
  • საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი მოუწოდებს მთავრობას, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები ტერორიზმის ბრალდებით ნასამართლევ პირთა მიმართ. ინიციატივა გათავისუფლების შემდეგ აღნიშნული პირების გადაადგილების მონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვას გულისხმობს;
  • სტამბოლში დაეშის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელი, „ბასიმად ცნობილიპირი დააკავეს;
  • ირანელ დიპლომატ ასადოლა ასადს ბელგიის სასამართლომ 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები