დაიჯესტი 1-7 თებერვალი
გაეცანით, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- აშშ-ში, 2 თებერვალს გამოქვეყნებული ორპარტიული ანგარიში მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას გააგრძელოს აშშ-ს ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის ვადები;
- აშშ-ში, 33 წლის მოჰამედ ფათჰი სულეიმანი, ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის, მატერიალური დახმარების მცდელობის ბრალდებით დააკავეს;
- გაერთიანებულ სამეფოში, 16 წლის ბიჭი კორნვალიდან, იქნება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით გასამართლდება;
- კანადამ, ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფება Proud Boys (ამაყი ბიჭები) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა;
- გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 1200 ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტს აქვს იარაღის ფლობის ლიცენზია.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: