სიახლე

დაიჯესტი 1-13 იანვარი, 2023

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • 8 იანვარს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ის სომალის მიერ ალ-შაბაბის მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში დასახმარებლად 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ახალ სამხედრო დახმარებას გასცემს;
  • 10 იანვარს ლიბანის მებრძოლმა ჰეზბოლას დაჯგუფებამ დაგმო ფრანგული სატირული ჟურნალის “Charlie Hebdo”-ს მიერ ახლახან გამოქვეყნებული კარიკატურები, რომლებიც დასცინოდნენ ირანის მმართველ სასულიერო პირებს;
  • 12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა ქაბულის ელიტურ უბანს, სადაც თალიბანის მაღალი იერარქიის პირები ცხოვრობენ. აღნიშნულ ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა 13 ადამიანის სიცოცხლე;
  • ბურკინა ფასოს ხელისუფლებამ 2 იანვარს განაცხადა, რომ, ანტიფრანგული განწყობის გაძლიერების ფონზე, სამხედრო ხუნტამ გააძევა საფრანგეთის ელჩი, რადგან დასავლეთ აფრიკის ქვეყანა რუსეთთან მჭიდრო კავშირების განვითარებას აპირებს.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები