დავით ჭოჭუას სახელობის ტერორიზმის კვლევის ჟურნალი - გამოცემა N2
ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC) გთავაზობთ დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნაშრომების მეორე გამოცემას. დავით ჭოჭუას სახელობის ტერორიზმის კვლევის ჟურნალის მეორე გამოცემა ორი კვლევითი ნამუშევრისგან შედგება, რომელთაგან ერთი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციების მნიშვნელობას განიხილავს. მეორე კვლევა დეტალურად აღწერს ამერიკის შეერთებული შტატების ბრძოლას ტერორიზმის ფინანსირების წინააღმდეგ 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.