ტერორისტული ორგანიზაციები

ეტა

 

ბასკების სამშობლო და თავისუფლება

სტატუსი: დამარცხებული

დაფუძნება: 1959 წელი 

შტაბ-ბინა: ბისკაის ყურე 

ლიდერი: ჯოსუ ტერნერა 

იდეოლოგია: n,d.

 ორგანიზაციული მოწყობა - იერარქიული, ინსტიტუციური

 

უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - სახელმძღვანელო კომიტეტი ზუბა

სამხედრო დანაყოფთა ორგანიზაციული მოწყობა - იერარქიული. სამხედრო ოპერაციები ხორციელდებოდა 3-დან 5 ადამიანამდე ჯგუფების მიერ.მათტალდეშები ეწოდებოდათ. ტალდეშების კოორდინაციას ახდენდა ე. სამხედრო გუმბათი

 

ლიდერები -ჯოსუ ტერნერა 1

პოლიტიკური მაჩვენებლები

პოლიტიკური მხარდაჭერა - 2003 წლამდე ესპანეთში ეტას მხარს უჭერდა პოლიტიკური პარტია, ბატასუნა.

აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი.

ეკონომიკური მაჩვენებლები

წმინდა ღირებულება (Net Worth) – n,d.

 

ფისკალური ოპერაციები - ეტა საკუთარ ფინანსებს ლიხტენშტაინში არსებულ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ინახავს (იყენებს ოფშორულ ზონებს). სხვადასხვა მონაცემებით, ასეთი ფორმით შენახული თანხა ყოველწლიურად დაახლოებით 900 000€ შეადგენს.

დაფინანსების საშინაო წყაროები - გატაცება, გამოძალვა, შანტაჟი.

დაფინანსების საგარეო წყაროები - n,d.

 

სამხედრო არსენალი

მოცემულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ სრულად გადასცა საკუთარი სამხედრო არსენალი საფრანგეთისა და ესპანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს. იარაღების გადაცემის პროცესი 2017 წელს განხორციელდა. 

ტერორისტული აქტივობა

ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - ესპანეთი, საფრანგეთი.

ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - გატაცება, მკვლელობა, აფეთქება, შეიარაღებული თავდასხმა.

პარტნიორი ტერორისტული ორგანიზაციები - ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია,ფარკი.

ეტას წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - ერთობლივი სამხედრო სპეცოპერაციები საფრანგეთისა და ესპანეთის პარტნიორობის ფარგლებში. სანქციები ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების წინააღმდეგ.

 

1ჯოსუ ტერნერა 2019 წელს საფრანგეთის ალპებში, კურორტ სალანჩესზე, დააკავეს.