ტერორისტული ორგანიზაციები

ალ-შაბააბი

ალ-კაიდას აღმოსავლეთ-აფრიკული ფრთა

სტატუსი: აქტიური

დაფუძნება: 2006 წელი 

შტაბ-ბინა: ჯუბის რეგიონი, სომალი

ლიდერი: აჰმედ უმარი 

იდეოლოგია1: სალაფიტური ჯიჰადიზმი, ვაჰაბიზმი, ანტი-სემიტიზმი, ანტი-ქრისტიანიზმი

ორგანიზაციული მოწყობა - დეცენტრალიზებული, კლანური უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ალ-კაიდას ემირი

სამხედრო დანაყოფთა ორგანიზაციული მოწყობა - დეცენტრალიზებული: დაყოფილი ეროვნულ და უცხოურ ლეგიონებად 

ლიდერები - აჰმედ უმარი

 

პოლიტიკური მაჩვენებლები

 

აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - ეთიოპია, კენია, ისრაელი, სომალი, უგანდა, იემენი, თურქეთი, ავსტრალია, კანადა, მალაიზია, გაერთიანებული სამეფო, არაბთა გაერთიანებული საამირო, ნორვეგია, სინგაპური, კანადა, ახალი ზელანდია.

 

ეკონომიკური მაჩვენებლები

 

წმინდა ღირებულება (Net Worth) – 70 000 000$

დაფინანსების საშინაო წყაროები - გატაცება, ფულის გამოძალვა.

დაფინანსების საგარეო წყაროები:

  • საუდის არაბეთი2
  • ირანი
  • ეგვიპტე
  • სირია
  • ერიტრეა

 

სამხედრო არსენალი

 

არარეგისტრირებული იარაღის მოპოვების ლოკაციები - სირია, ერიტრეა, სომალი, ირანი

ფეთქებადი ნივთიერებები - გოგირდის მჟავა3

ცეცხლსასროლი - AK-47

ყუმბარა - Lemon F1

ანტი-სატანკო - RPG 1, RPG 2, RPG 7

ნაღმმსტყორცნი - 82mm HE MORTAR BOMB, 81mm HE MORTAR BOMB,

 

ტერორისტული აქტივობა

ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - სომალის ფედერალური მთავრობა, AMISOM

ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - სამოქალაქო და სამხედრო პირების მკვლელობა, ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმა. 

განხორციელებული ტერორისტული აქტები - შეიარაღებული თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე კენიაში (2013), აფეთქებები მოგადიშოში (2017), აფეთქება მოგადიშოში (2019)

 

ალ-შაბააბთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - სამხედრო რეიდები ქვემო შაბელის რეგიონში, Bounty სისტემის გამოყენება4, საზღვრების კონტროლი აღმოსავლეთ-აფრიკის რეგიონში არარეგისტრირებული იარაღის გადაზიდვის პრევენციისთვის.