სიახლე

ყოველკვირეული კომენტარი - ETIDAL: (ძალადობრივ) ექსტრემისტულ იდეოლოგიასთან გამკლავების გლობალური ცენტრი საუდის არაბეთში

ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC)
ყოველკვირეული კომენტარი,
10 აპრილი, 2023 წელი


ETIDAL: (ძალადობრივ) ექსტრემისტულ იდეოლოგიასთან გამკლავების გლობალური ცენტრი
საუდის არაბეთში

რიადში ბაზირებულმა (ძალადობრივ) ექსტრემისტულ იდეოლოგიასთან გამკლავების გლობალურმა ცენტრმა, კომპანია „Telegram-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლის პირველ კვარტალში (01.01.2023 – 31.03.2023) ტერორისტულ ორგანიზაცია „თაჰრირ ალ-შამთან“ (ქართ. ლევანტის განმათავისუფლებელი საბჭო) (2 773 602), დაეშთან  (1 807 215) და ალ კაიდასთან (1 423 101) დაკავშირებული სუბიექტების მიერ პლატფორმიდან ძალადობრივი ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელი 6 004 218 ერთეული (დოკუმენტი, აუდიო- და ვიდეო-ჩანაწერი) წაშალა. აღნიშნულ პერიოდში ასევე დაიხურა ხსენებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან - დაეშთან (1040), „თაჰრირ ალ-შამთან“ (ქართ. ლევანტის განმათავისუფლებელი საბჭო) (477) და ალ კაიდასთან (323) - დაკავშირებული “Telegram”-ის 1840 არხი.     

ანგარიშის თანახმად,
“Telegram”-ზე (ძალადობრივი) ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელი მასალის განთავსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 9 იანვარს (451, 911 ერთეული) დაფიქსირდა. ამასთანავე, 27 მარტს აღნიშნულ პლატფორმაზე შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არხების ყველაზე მეტი რაოდენობა (101).

ექსტრემისტულ იდეოლოგიასთან გამკლავების გლობალურ ცენტრსა და „
Telegram”-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში პლატფორმიდან, 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან, 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით, პლატფორმიდან წაშლილია 21 026 169 ძალადობრივი ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელი 21, 026, 169 ერთეული.

ETIDAL-ის შექმნა 2017 წლის 21 მაისს, რიადის სამიტზე, საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდსა და ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის დროს დაანონსდა. დღეისათვის ცენტრი დირექტორთა საბჭოს 12 წევრთან ერთად, 5 წელში ერთხელ შერჩეულ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორი სახელმწიფოების სხვადასხვა უწყებებს აერთიანებს.

ძალადობრივ ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების პრევენციის, მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების და მათთან გამკლავების პრინციპებზე ბაზირებული
ETIDAL-ის სტრატეგია ორგანიზაციის 3 სამოქმედო არეალს - ძალადობრივი ექსტრემისტული იდეოლოგიების დეპოპულარიზაციას, კონტრნარატივის შემუშავებას და ექსტრემისტული დაჯგუფებების ინტერნეტსაქმიანობის საბოტაჟს - ასახელებს, რომელსაც რიადში ბაზირებული აღნიშნული ორგანიზაცია, მისი ძირითადი აქტივობების - ძალადობრივი ექსტრემისტული ნარატივის გავრცელებაზე დაკვირვების, ანალიზის და ინტერვენციის საშაულებით ახორციელებს.