სიახლე

დაიჯესტი 8-14 ოქტომბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 7 ოქტომბერს პენტაგონსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა გააგზავნა, რომლის ფარგლებშიც იზღუდება კონტრტერორისტული სპეცოპერაციების დროს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კონფლიქტის ზონებს გარეთ არსებულ ობიექტებზე იერიშის მიტანა;
  • ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინფორმაციას 11 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ერთი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ. თავდაცვის ძალების განცხადებით, იდო ბარუში შეიარაღებული ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა;
  • ექსპერტთა აზრით, სომალი ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭოზე უგანდასა და ეთიოპიასთან ერთად მხარს დაუჭერს იარაღის ემბარგოს მოხსნას, რაც ამ უკანასკნელს გაუზრდის კონტრტერორისტულ შესაძლებლობებს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-შაბააბის წინააღმდეგ. 

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები