სიახლე

დაიჯესტი, 30 ივლისი - 5 აგვისტო

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

კანადის მოქალაქეს, რომელიც ხელმძღვანელობდა დაეშის პროპაგანდისტულ მცდელობებს და ფართოდ გავრცელებულ ვიდეოებში პირადად დასაჯა ორი სირიელი ჯარისკაცი, პარასკევს ამერიკელმა მოსამართლემ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 39 წლის მუჰამედ ხალიფა მსახურობდა ISIS-ის პროპაგანდისტულ წარმოებაში წამყვან მთარგმნელად და ISIS-ის მრავალი ძალადობრივი ვიდეოს ინგლისურენოვან მთხრობლად. ხალიფამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯგუფისთვის ათიათასობით უცხოელი მებრძოლის დაკომპლექტებაში ერაყსა და სირიაში თვითგამოცხადებული ხალიფატის დასაცავად;

ორშაბათს დასავლეთ სანაპიროზე ისლამური ჯიჰადის უფროსი მეთაურის დაკავებას შედეგად მოჰყვა სიტუაციის ესკალაცია ისრაელსა და პალესტინის ისლამურ ჯიჰადს შორის. ხალედ ალ-ბატშმა ოთხშაბათს The Media Line-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შურს იძიებდნენ ბასამ ალ-საადის დაპატიმრების გამო. პარასკევს ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, 5 წლის გოგო და დაიჭრა 80-ზე მეტი. საპასუხოდ, პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით;

თეთრმა სახლმა ორშაბათს განაცხადა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკული დრონით თავდასხმის შედეგად მოკლეს ალ-კაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი, ჯიჰადისტური მოძრაობის დამფუძნებელი წევრი, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი და 9/11-ის ერთ--ერთი შემოქმედი. ეს თავდასხმა ავღანეთში ცნობილი პირველი კონტრტერორისტული სპეცოპერაციაა, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯარები გაიყვანა ქვეყნიდან. ზავაჰირი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კუთვნილ უსაფრთხო სახლში ცხოვრობდა, მწვანე ზონაში, შერპურის რაიონში.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები