სიახლე

დაიჯესტი 2-9 სექტემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ლონდონის საპატრულო სამსახურმა, ქალაქის 38 წლის მცხოვრები, ეინ დევისი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაცია, დაეშის მიერ სირიაში განხორციელებული აქტივობების ფინანსური მხარდაჭერის მცდელობა. საგამოძიებო სამუშაოების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ეინ დევისი 2013 წლის 28 ივლისიდან 2014 წლის 16 იანვრამდე სირიის ტერიტორიაზე დაეშის მხარეს იბრძოდა;
  • 4 სექტემბერს, ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ღაზას სექტორში 2 პალესტინელი ისრაელთან თანამშრომლობაში დამნაშავედ სცნო და სიკვდილით დასაჯა;
  • ქაბულში რუსეთის ფედერაციის საელჩოზე 5 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად საელჩოს 2 თანამშრომელი, მათ შორის 1 რუსი დიპლომატი და ავღანეთის 4 მოქალაქე დაიღუპა.  თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია დაეშის ხორასანის პროვინციამ აიღო.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები