დაიჯესტი 2-9 მაისი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- გაერთიანებულ სამეფოში, 5 მაისს, 42 წლის ლუდის ბარის მეპატრონის, თარეკ ნამუზის, სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნულ პირს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის ფინანსური დახმარება;
- 30 აპრილს, ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ბუნებრივი აირის მილსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაეშია;
- 3 მაისს, სამხრეთ სომალიში, ალ-შაბააბის სამხედროების მიერ განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 30 ბურუნდელი მშვიდობისმყოფელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 20 ადამიანი.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: