სიახლე

დაიჯესტი 19-23 სექტემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • 22 სექტემბერს, გერმანიის სპეცსამსახურებმა ქალაქ ისერლონში დააკავეს გერმანიის და კოსოვოს მოქალაქე, მოზარდი ეტრიტ პ.. პროკურატურის განცხადებით, ეტრიტი ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის მიერ გავრცელებული იდეების პოპულარიზებას  და თავდასხმის განხორციელებას ცდილობდა;
  • 19 სექტემბერს შვეიცარიის ფედერალურმა კრიმინალურმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს 2020 წლის 24 ნოემბერს ორი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის და ტერორისტულ ორგანიზაცია დაეშთან კავშირის გამო, სასჯელის სახით პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსულის სამხრეთით მიმდინარე სამძებრო სპეცოპერაციის დროს, ერაყის უსაფრთხოების სამსახურებს და ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის მებრძოლებს შორის გახსნილი ორმხრივი ცეცხლის დროს უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული ორგანიზაციის 8 მებრძოლი მოკლეს.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები