სიახლე

დაიჯესტი 10-17 აპრილი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • 13 აპრილს, ტერორისტული ორგანიზაცია, დაეშის მხარდამჭერი, ალი ჰარბი, გაერთიანებული სამეფოს სასამართლომ დამნაშვედ სცნო დეპუტატი დეივიდ ეიმსის მკვლელობასა და ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში. ალი ჰარბს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა;
  • გერმანიის პოლიციამ 14 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი დააკავა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ ჯანდაცვის მინისტრის, კარლ ლუტერბახის, გატაცების დაგეგმვა და სამოქალაქო ომის ინსცენირება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს კავშირი აქვთ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება - რეიხის მოქალაქეებთან;
  • 11 აპრილს, ბენინში, პენჯარის ეროვნულ პარკში ისლამისტი მებრძოლების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა. საპატრულო სამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები