დავით ჭოჭუას სახელობის ტერორიზმის კვლევის ჟურნალი - გამოცემა N1
ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC) გთავაზობთ დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნაშრომების პირველ გამოცემას. დავით ჭოჭუას სახელობის ტერორიზმის კვლევის ჟურნალის პირველი გამოცემა სამი კვლევითი ნამუშევრისგან შედგება:
- „ტერორიზმის დეფინიციის ძიება და მისი მნიშვნელობა“, სადაც საუბარია ტერორიზმის, როგორც ტერმინის განმარტების მნიშვნელობაზე საუბრობს და იმ საფრთხეებზე, რომლებიც მის უქონლობას ან არასწორ მნიშვნელობას შეიძლება უკავშირდებოდეს.
- „ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“, რომელიც ირანის მიერ პოლიტიკური რეჟიმის სტაბილურობის საკითხში არასახელმწიფოებრივ აქტორებთან თანამშრომლობის როლს მიმოიხილავს.
- „ულტრამემარჯვენე ჯგუფების ინსტიტუციონალიზაცია უკრაინაში“, რომელშიც აზოვის ბატალიონის მაგალითზე, უკრაინაში, ულტრა მემარჯვენე ჯგუფების ინსტიტუციონალიზაციაზეა საუბარი.